გამოცემის ინფორმაციით, სომხეთში საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვრის” წარმომადგენელმა, ზარა ამატუნმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად არის დივერსანტის ცხედარი აზერბაიჯანში გადაასვენოს.
რაც შეეხება ჯგუფის დაკავებულ 2 წევრს, წითელი ჯვრის წარმომადგენლის ცნობით, ისინი მოინახულეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოჯახების შესახებ ინფორმაცია გადასცეს. თუმცა, დამატებითი დეტალების გაცხადებისგან თავს იკავებენ.
ივლისის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის საზღვრებს შორის მონაკვეთზე, მოწინააღმდეგემ დივერსიულ-დაზვერვითი შეღწევის მორიგ მცდელობას მიმართა.”
მაშინდელი ინფორმაციით, ყარაბაღის მხარემ რამდენიმე ადამიანი ტყვედ აიყვანა, ნაწილი კი, ოფიციალური ინფორმაციით, გაიქცა.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.
1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.
ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.
|
||||