ახალი ამბები

გიორგაძე საყდრისზე: მნიშვნელოვანია როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ისე – ინვესტიციები

25 ივლისი, 2014 • • 920
გიორგაძე საყდრისზე: მნიშვნელოვანია როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ისე – ინვესტიციები

მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ სასწორზე მძიმე წონიანი თემები დევს და მას დრო დაჭირდება საკითხის კომპეტენტური და სერიოზული კომენტირებისთვის:

 

“როგორც მოქალაქემ და არა როგორც მინისტრობის კანდიდატმა შემიძლია გამოვხატო ჩემი პოზიცია. ერთის მხრივ, ძალიან კარგად მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მეორეს მხრივ, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ინვესტიციები და გარდა ამისა, ძალიან მტკივნეული სოციალური საკითხი დგას, დაახლოებით სამი ათასამდე მომუშავე პერსონალია, ამ ციფრების უკან ცოცხალი ადამიანები დგანან, მათი ოჯახები, ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. ვხვდები თუ რამდენად მძიმე წონიანი თემები დევს სასწორზე და იმისთვის, რომ უფრო კონკრეტული, კომპეტენტური, სერიოზული პასუხი გაგცეთ ამ თემაზე, ცხადია, გარკვეული დრო დამჭირდება ამ საკითხში გარკვევისთვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი