ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისიამ საერთაშორისო ზარებზე ზღვრული ტარიფების დადგენა დაიწყო

18 ივლისი, 2014 • • 1523
კომუნიკაციების კომისიამ  საერთაშორისო ზარებზე ზღვრული ტარიფების დადგენა დაიწყო

კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილება 2014 წლის 17 ივლისს მიიღო. 

 

დღეს არსებული ტარიფი 2014 წლის 1 აგვისტომდეა ძალაში და მობილურ ქსელში საზღვარგარეთიდან შემომავალი ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრული ტარიფი (კავშირის განხორციელება) 10 აშშ ცენტს შეადგენს, ხოლო ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრული ტარიფი 5 აშშ ცენტია.

 

კომისიის ინფორმაციით, საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 15 აგვისტოს 16.00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.


კომუნიკაციის ტრანზიტული კომპანიები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საერთაშოორისო ზარებზე ზღვრულ ტარიფებს გააუქმებს, მათი გაკოტრების საფრთხე რეალურია.


“ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია  საერთაშორისო ზარებზე საქართველოში ტერმინაციის (დასრულების) ქვედა ზღვრულ ტარიფებს გააუქმებს, გაკოტრების საფრთხე რეალურია, ახლა ბაზარზე ამ მიმართულებით 20–მდე კომპანია მუშაობს და ალბათ, 2–3 თუ დარჩება,” – აცხადებენ კომუნიკაციის ტრანზიტული კომპანიების წარმომადგენლები. 

 

კომუნიკაციის კომისიამ 2012 წლის 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება და საერთაშორისო ზარებზე საქართველოში ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების [0,10 აშშ დოლარი მობილურ ქსელში და 0,05 აშშ დოლარი ფიქსირებულ ქსელში] ამოქმედების შესახებ.

 




მასალების გადაბეჭდვის წესი