ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გალის მოსახლეობამ შესაძლოა მონაწილეობა ვერ მიიღოს

18 ივლისი, 2014 • • 1450
აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გალის მოსახლეობამ შესაძლოა მონაწილეობა ვერ მიიღოს

 “ზოგადი რაოდენობა ამომჩევლების არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი. ამომრჩეველთა ბაზაზე მუშაობა გრძელდება,”- ამბობს ბატალ ტაბაღუა, აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 

 

ამასთან, მისი თქმით, ყოველ საარჩევნო პროცესზე ბაზა კორექტირდება. რაც შეეხება ამჟამინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, ტაბაღუა ამბობს, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი მასალებით ბაზიდან 22 767 ადამიანი იყო ამოღებული, რომელთა პასპორტები ნამდვილობაც არ ცნეს. 

 

“ამ ადამიანებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, ამიტომაც ჩვენ ყოველ საარჩევნო უბანში ვაგზავნით იმათ სიებს, ვინც ბაზიდან ამორიცხულია,”- ამბობს ცესკოს თავმჯდომარე. 

 

აფხაზეთის ცესკოს მონაცემებით, გალის რაიონში არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ სულ 105 ადამიანს, ტყვარჩელში -231-ს. ამასთან, თავმჯდომარის თქმით, არ არის გამორიცხული გალის რაიონში ოლქები საერთოდ არ გაიხნას. 

 

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 24 აგვისტოს ჩატარდება. 


აფხაზეთი, არჩევნები; (c) epa
აფხაზეთი, არჩევნები; (c) epa

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

მასალების გადაბეჭდვის წესი