ახალი ამბები

ბესელია: მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ქალები მეტად იყვნენ წარმოდგენილნი თვითმმართველობაში

7 ივლისი, 2014 • • 1123
ბესელია: მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ქალები მეტად იყვნენ წარმოდგენილნი თვითმმართველობაში

შეხვედრაზე მხარეები ქალთა პოლიტიკური გააქტიურების გლობალურ საკითხებს განიხილავენ. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციის შექმნაა საჭირო:

 

“ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ძალისხმევა არის მიმართული, რომ ქალები უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკაში. ამ არჩევნების წინ მე მახსოვს, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის USAID-ი იყო დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ყოფილიყო პოლიტიკაში წარმოდგენილი თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ მეტი წინაპირობა შეგვექმნა ქალების მონაწილეობისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო. როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად უნდა შევქმნათ მოტივაცია და შესაბამისი გარემო, რათა ქალები უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი, განსაკუთრებით თვითმმართველ რგოლებში, და ამ არჩევნების შემდეგ, როდესაც გარკვეულწილად იქნება შესაძლებლობა, რომ საპასუხისმგებლო პოზიციებზე იყვნენ ქალები წამოწეული, ალბათ, ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ხაზგასმული იქნება.”

 

მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე არსებულ პრობლემებზე და საჭიროებებზეც იქნება საუბარი:

 

“ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, რა უშლის ქალების მონაწილეობას ხელს და რა არის საჭირო გასააქტიურებლად, ასევე, რით შეიძლება საერთაშორისო ორგანზაციები ეხმარებოდნენ საქართველოს, და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთგვარი ანალიტიკური ცდა და ამავე დროს შემდეგი ღონისძიებების დაგეგმვის კარგი შესაძლებლობა.”

 

ეკა ბესელიას შეხვედრა USAID-ის ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლებთან
ეკა ბესელიას შეხვედრა USAID-ის ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი