ახალი ამბები

ლეიბორისტების თბილისის მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე იქნება

2 აპრილი, 2014 • • 1618
ლეიბორისტების თბილისის მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე იქნება

შალვა ნათელაშვილმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მერობის კანდიდატის წარდგენისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასმათ ტყაბლაძე პარტიის წევრი არ არის, თუმცა ტყაბლაძე ლეიბორისტებთან 15 წელია თანამშრომლობს.

 

ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ მათი კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს. 

 

“ასმათ ტყაბლაძე არის ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი, უფლებდაცმველი, ყველასათვის საყვარელი ქალბატონი. ქალბატონ ასმათ ტყაბლაძის მერობისას თბილისი იქნება არა სამთავრობო, საჯირითო ზონა, არამედ გადაიქცევა ჭეშმარიტ სახალხო დედაქალაქად, სადაც [თბილისის მერია] თითოეული თბილისელი მივა ყოველგვარი საშვის გარეშე თავის დიასახლისთან ქალაქზე პასუხისმგებელ და მასზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანთან. მე დარწმუნებული ვარ, დედაქალაქი მხარს დაუჭერს ქალბატონი ასმათის კანდიდატურას, რადგანაც თბილისი და ქალბატონი ასმათი არიან გულიგულ გადაბმული უხილავი და ხილული ძაფებით”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

 

ასმათ ტყაბლაძის თქმით, მერად არჩევის შემთვევაში მისი უმთავრესი პრიორიტეტი ქალაქში სოციალური საკითხების მოგვარება იქნება. ტყაბლაძის თქმით, იგი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოს დაცვას და ერთი ხის მოჭრასაც კი დიდ დანაშაულად მიიჩნევს.

 

ტყაბლაძეს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სურს, რომ ცენტრალური გათბობის სისტემა შემოიღოს, რაც საბჭოთა ავშირის დროს არსებობდა.

 

შალვა ნათელაშვილის თქმით, ლეიბორისტული პარტია არ უერთდება სხვა არასაპარლამენტი პარტიებს, რომლებიც მჯელობენ, რომ თბილისის მერის ერთიანი კანდიდატი წარადგინონ, რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებისთვის პროპორციულ სიებს, ისინი უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი