ახალი ამბები

მარგველაშვილი პოლონეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

2 აპრილი, 2014 • • 929
მარგველაშვილი პოლონეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან. მარგველაშვილი  თანმხლებ დელეგაციასთან ერთად შეხვდება პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ ევა კოპაჩის და სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩისაც. დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც.


პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საღამოს ბრონისლავ კომაროვსკა და ანა კომაროვსკა გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას პატივსაცემოდ სადილს გამართავენ.

 

მათივე ინფორმაციით, 3 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი კრაკოვში გაემგზავრება, სადაც ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება. 3 აპრილსვე ის საქართველოში დაბრუნდება.

 

პოლონეთში გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი