ახალი ამბები

EMC-მ შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

1 აპრილი, 2014 • • 931
EMC-მ შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, EMC-მ 2014 წლის14 იანვარს წერილით მიმართა შსს–ს და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია იძულებითი ნარკოტესტირების თაობაზე, თუმცა სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა ორგანიზაციის მოთხოვნა: 



მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოთხოვნიდან 2 თვეზე მეტია გასული, სამინისტროსგან ინფორმაცია ამ დრომდე მიღებული არ არის. შსს-მ წარმოადგინა მხოლოდ შუალედური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ EMC-ს განცხადება განხილვის პროცესშია. შსს-ს ამგვარი დამოკიდებულება უხეშად არღვევს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე და მიუთითებს სამინისტროს გულგრილ დამოკიდებულებაზე საკუთარი ვალდებულებების მიმართ”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი