ახალი ამბები

უსუფაშვილი: წიკლაურის ცემის გამოძიების საქმე პრემიერმა პირად კონტროლზე აიყვანა

1 აპრილი, 2014 • • 1132
უსუფაშვილი: წიკლაურის ცემის გამოძიების საქმე პრემიერმა პირად კონტროლზე აიყვანა

 

“ეს არის აღმაშფოთებელი მოვლენა, ყველა მოქალაქე დღისითაც და ღამითაც მშვიდად უნდა იყოს. პარლამენტის წევრის მიმართ მსგავსი მოქმედება შეშფოთების კიდევ უფრო დიდ საბაბს იძლევა. ეს საქმე გამოსაძიებელია, რაც შეიძლება სწრაფად. მე ვიცი, რომ სრულიად სამართალდამცავი სისტემა მობილიზებულია. მე ვიცი, რომ პრემიერ–მინისტრს პირად  კონტროლზე ჰყავს აყვანილი ეს საქმე და ამ პრობლემის სათანადოდ მოგვარებაში მუდმივად არის ჩართული”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი