ახალი ამბები

მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევისთვის მსჯავრდებულის მეუღლე დაჯარიმდა

28 მარტი, 2014 • • 1413
მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევისთვის მსჯავრდებულის მეუღლე დაჯარიმდა

როგორც სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია განმარტებული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს facebook-ის გვერდზე ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელსაც იგი იხილავდა, მსჯავრდებულის მეუღლემ  წერილი მისწერა, სადაც მოსამართლისგან  მსჯავრდებული მეუღლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა.

 

სასამართლომ მოსამართლესთან ექსპარტე კომუნიკაციის წესის დარღვევის ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ იმსჯელა და მსჯავრდებულის მეუღლე დააჯარიმა.

 

„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ კანონის თანახმად, საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით აკრძალულია და ისჯება კანონით.

მასალების გადაბეჭდვის წესი