ხელოვნება

კულტურის სამინისტრო “მომავლის მწერლის” გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

28 მარტი, 2014 • • 1395
კულტურის სამინისტრო “მომავლის მწერლის” გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

„მომავლის მწერალი“  ჩატარდება 2014 წლის 3-13 აპრილს და მასში მონაწილეობას მიიღებენ დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს, ქედისა და შუახევის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები.


კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორ საჯარო, ასევე, კერძო სკოლების მოსწავლეებს, თითო სკოლიდან არაუმეტეს 5 მოსწავლისა. კონკურსანტებმა უნდა დაწერონ პროზაული ნაწარმოებები, რომელთა  სათაურებიც მათთვის უშუალოდ კონკურსის დაწყების წინ გახდება ცნობილი. თხზულების სათაურები მოთავსებული იქნება დალუქულ კონვერტებში და გაიხსნება მონაწილეთა თვალწინ.


კონკურსი 5-6 საათს გასტანს. ნაშრომები განსახილველად გადაეცემა ჟიურის, რომლის შემადაგენლობაში არიან თანამედროვე ქართველი მწერლები, რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია. ჟიური  დახურული წესით განიხილავს პირველ ეტაპზე წარმოდგენილ მასალას, რომლის საფუძველზეც შეარჩევს კონკურსის მეორე, ძირითადი ეტაპის მონაწილე 7 კანდიდატს. 


შვიდივე ფინალისტს გადაეცემა ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით, აგრეთვე, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები.

        

7 ფინალისტიდან გამოვლინდება 3 გამარჯვებული: I ადგილზე გასულ კონკურსანტს გადაეცემა ფულადი პრემია 400 ლარის ოდენობით, II ადგილის მფლობელს გადაეცემა პრემია 300 ლარის ოდენობით; III ადგილზე გასული ფინალისტი მიიღებს  200 ლარს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი