ახალი ამბები

სააკაშვილი: გირგვლიანის მკვლელები ცხოველები იყვნენ, ირინა ენუქიძე ცამდე მართალი იყო

26 მარტი, 2014 • • 1104
სააკაშვილი: გირგვლიანის მკვლელები ცხოველები იყვნენ, ირინა ენუქიძე ცამდე მართალი იყო

სამართლებრივს არა, თუმცა, სააკაშვილის განცხადებით, იგი ამ საქმეზე მორალურ პასუხისმგებლობას იღებს:

 

“ჩემთვის გირგვლიანი ძალიან დიდი შავი ლაქაა იმიტომ, რომ არ ამომდის თვალიდან მისი დედა ირინა ენუქიძე. ის ქალი ცამდე მართალი იყო. ის, ვინც გირგვლიანი მოკლა, ნამდვილი ცხოველები და არაკაცები იყვნენ”.

 

კითხვას, იყო თუ არა შეცდომა ამ საქმეში მსჯავრდებულების შეწყალება, სააკაშვილი პასუხობს, რომ ძნელი სათქმელია, რადგან ეს საქმე შემდეგ სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდა და პოლიტიკური ელფერი შეიძინა.

 

რაც შეეხება სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამრთლოს გადაწყვეტილებას საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გირგვლიანის თაობაზე, სააკაშვილი აცხადებს:

 

“სტრასბურგის სასამართლოს სამოტივაციო ნაწილი ქალბატონი თეა წულუკიანის მიერაა დაწერილი. ის მაშინ მოსამართლის თანაშემწე იყო. მოდით ვთქვათ, რა სტრასბურგის სასამართლო, თეა წულუკიანმა დაწერა. მე სტრასბურგში დამთავრებული მაქვს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტი და ვიცი როგორ კეთდება. სამოტივაციო ნაწილს წერს თეა წულუკიანი, რომლის მამა კორუმპირებული და სისხლიანი მოსამართლე იყო და  ჩვენ მოვხსენით. მაშინ ის [წულუკიანი] მუშაობდა იქ და ყველამ იცოდა მისი დამოკიდებულება. რა სტრასბურგის სასამართლოზე მელაპარაკებოდით”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი