ახალი ამბები

ხატიაშვილი შსს-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

25 მარტი, 2014 • • 979
ხატიაშვილი შსს-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, მალხაზ შვიდბიჭაშვილს 2013 წლის ივნისიდან ასოციაციის წევრობა შეჩერებული აქვს. 

 

“საქართველოს სამარცხვინო შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაგონად საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განმარტავს, რომ მალხაზ შვიდბიჭაშვილი არ არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მას 2013 წლის ივნისიდან  შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა. ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს”, – წერია ასოციაციის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.  

 

ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავი სრუქტურები მეტი ყერადღებით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. 

 

24 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ნფორნმაცია იმის შესახებ, რომ “დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე” საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი მალხაზ შვიდბიჭაშვილი დაკავეს. გამოძიების ინფორმაციით. შვიდბიჭაშვილმა მოტყუებით, თითქოსდა სასამართლო ინსტანციებში პროცესების მოგების სანაცვლოდ, გივი ო-ს 2012 წლის სექტემბერში 25000 აშშ დოლარი, ხოლო 2013 წლის თებერვლში 15000 აშშ დოლარი გამოართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი