ახალი ამბები

ივანიშვილი თარგამაძეზე: ეს კაცი მოღალატის ეტალონს ჰგავს ჩემს თვალში

17 ოქტომბერი, 2013 • • 929
ივანიშვილი თარგამაძეზე: ეს კაცი მოღალატის ეტალონს ჰგავს ჩემს თვალში

“მე იმ ხალხსაც გაგებით ვეკიდები, ვინც ნათელაშვილს უჭერს მხარს, ის 20 წელია ატყუებს ხალხს და მაინც ჰყავს 1 თუ 2 პროცეტი, მე იმათთვისაც ვიღწვი და მომავალშიც გავაგრძელებ, ეს არის, საზოგადოებას რაც სიჭირდება, მეტი განმარტებები და მეტი ანალიზის საშუალება ჰქონდეს.

გიორგი თარგამაძეს აქვს 1 თუ 2 პროცენტი, ამ კაცს მუდამ ეჭიდა პოზიცია ქვეყნის საწინააღმდეგოდ  და მოღალატის ეტალონს გავს ეს კაცი, ჩემს თვალში, ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა და საპირისპირო პოზიცია ეჭირა, იმასაც კი 1–2 პროცენტი აქვს, მე ამ ხალხსაც გაგებით ვეკიდები. მესმის, რომ ბევრს არ აქვს ანალიზის გაკეთების უნარი და კიდევ ახერხებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. არ იფიქროთ, რომ მე ის პოზიცია მაქვს, რომ მხოლოდ ჩვენ უნდა დაგვიჭირონ მხარი, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ანალიზის საშუალება, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი, ასეთი საზოგადოება უნდა მივიღოთ ჩვენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მან მოსახლეობას მოუწოდა მივიდნენ არჩევნებზე, რათა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” არ გაიმარჯვოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი