ახალი ამბები

მოსამართლემ ახალაიას საქმის პროკურორი 100 ლარით დააჯარიმა

23 ივლისი, 2013 • 1318
მოსამართლემ ახალაიას საქმის პროკურორი 100 ლარით დააჯარიმა

საქმე ის არის, რომ სასამართლოს სხდომის მიმდინარეობის დროს პროკურორ ჯემალ კობაიძის მობილურმა ტელეფონმა დარეკა, რაც პროკურორმა იმით ახსნა, რომ ეს ტელეფონზე დაყენებული “მაღვიძარას” ზარი იყო და არა შემომავალი ზარი, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლემ ის 100 ლარით დააჯარიმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის აპრილში ეს პროკურორი იგივე მოსამართლემ იგივე საქმის განხილვის დროს 200 ლარით დააჯარიმა დაცვის მხარის მისამართით გარკვეული ხმამაღალი წამოძახილისთვის, რაზეც მანამდე გაფრთხილებული იყო..

მასალების გადაბეჭდვის წესი