11.09.2012

'კარფურის' პირველი ჰიპერმარკეტი თბილისში

ბიზნესი,

საერთაშორისო სავაჭრო ბრენდის  „კარფურის“ ჰიპერმარკეტი „ თბილისი მოლში“ 12 სექტემბერს გაიხსნება.

 

 

ჰიპერმარკეტი სავაჭრო ცენტრში 9000 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს.

 

 ბრენდი „კარფური“ 1958 წელს შეიქმნა. „სანდოობა, მზრუნველობა და პოზიტიურობა,  ბრენდის პოპულარობასა და მდგრად განვითარებას განაპირობებს. „კარფურის“ მაღალი სტანდარტები ქართველი მოხმარებლისთვისაც გახდება ხელმისაწვდლომი.“ – ნათქვამია კომპანიის მიერ, პრესისათვის გავრცელებულ ინფორმაციაში.

„კარფურის“ ჰიპერმარკეტის გახსნას „თბილისი მოლში“  საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.