ახალი ამბები

სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეიკრიბებიან

23 იანვარი, 2012 • • 1088
სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეიკრიბებიან

დღეს, 23 იანვარს, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიწვევით ერთმანეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვდებიან. განხილვის თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება იქნება.

თუმცა რუსი ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ აღნიშნულ შეხვედრას და აღნიშნავენ, რომ ეს მოლაპარაკებები, წინა მოლაპარაკებების მსგავსად, არაფერს შეცვლის კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით.

“რა შეიცვალა გასული შეხვედრებიდან, რომ ახლა რაიმეს მოლოდინი იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია ამ შემთხვევაში მხოლოდ ომის მეშვეობით შეიძლება შეიცვალოს,” – განუცხადა სომხურ სააგენტო news.am-ს რუსმა სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრე ხრანჩიხინმა.

ეს ამ სამი ქვეყნის ლიდერთა რიგით მეათე სხდომა იქნება 2008 წლიდან დღემდე, რუსეთის მიერ წარმოდგენილი პროგრამის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი