2012.08.17

ბიზნესის რეგისტრაცია შემცირდა

საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, 2012 წლის ივლისში ბიზნეს–სუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებელი 33 პროცენტით შემცირდა და 3 367 სუბიექტი შეადგინა.

2011 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 5 053 იყო. სტატისტიკის თანახმად, ბიზნეს–სუბიექტების რეგისტრაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2010 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. საჯარო რეესტრის სააგენტოს ბიზნესის დასარეგისტრირებლად 3 222  სუბიექტმა მიმართა.