ხელოვნება

მარჯანიშვილის თეატრში ნიკა რურუას განცხადებას არ ადასტურებენ

23 დეკემბერი, 2011 • 1426
მარჯანიშვილის თეატრში ნიკა რურუას განცხადებას არ ადასტურებენ

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრიში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თეატრი ბიძნა ივანიშვილისგან დაფინანსებას აღარ მიიღებს:

“ჩვენს თეატრში მსგავსი არაფერი არ ხდება, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ”, – განაცხადეს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ თეატრის მმართველებმა ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაზე უარი თქვეს.

ნიკა რურუას თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის გამო, თეატრების მმართველებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი