ახალი ამბები

ევროპელი ლიბერალების ალიანსი მთავრობას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისაკენ მოუწოდებს

7 ოქტომბერი, 2015 • • 1079
ევროპელი ლიბერალების ალიანსი მთავრობას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისაკენ მოუწოდებს

“ყურადღებით შევისწავლეთ ჩვენი მოკავშირე პარტიის, თავისუფალი დემოკრატების მიერ ხელმოწერილი მომართვა, რომელიც საერთაშორისო თანამეგრობის ყურადღებას საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენებისაკენ მიმართავს. 


ჩვენ მივესალმებით თავისუფალი დემოკრატების იმ ინიციატივას, ასევე იმ ფაქტს, რომ ის პოლიტიკურ ოპოზიციას აერთიანებს თავისი ერთგულების დემონსტრირებისთვის იმ პროცესში, რასაც საქართველოს წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაცია ჰქვია.


საქართველოს წინ აქვს მნიშნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მნიშვნელოვანი ტესტია დემოკრატიის ხარისხის, მედიის თავისუფლების, პლურალიზმის და კანონის უზენაესობის შესაფასებლად და ის გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა ქვეყანა მოწინავე პოზიციას აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნებს შორის.

 

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, როგორც გადაუდებელი საკითხი, გაატაროს საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც გააძლიერებს პლურალიზმს საპარლამენტო წარმომადგენლობაში. ამ რეფორმამ უნდა აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს კანონმდებლობა უფრო მეტად მოიყვანოს შესაბამისობაში ეუთოს და ODIHR-ის რეკომენდაციებთან. 


ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, გააძლიეროს სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა, ეფექტურობა და მიუკერძოებლობა. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და მხარს დავუჭერთ ქვეყნის კურსს სტაბილური დემოკრატიისა და კეთილდღეობის მიმართულებით”, – ნათქვამია ევროპელი ლიბერალების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი