ახალი ამბები

BBC: ორეგონის შტატში მასობრივ მკვლელობას 9 ადამიანი ემსხვერპლა

2 ოქტომბერი, 2015 • 1140
BBC: ორეგონის შტატში მასობრივ მკვლელობას 9 ადამიანი ემსხვერპლა

მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 20 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ ორმხრივი სროლისას მოკლა. მისი ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის.


კოლეჯი, სადაც 3 000 ადამიანი სწავლობს, ორეგონის შტატში, ქალაქ როზებურგში მდებარეობს. BBC-ის ინფორმაციით, კოლეჯის სტუდენტთა საშუალო ასაკი 38 წელია.

 

CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მკვლელის კუთვნილი 4 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. მისი განცხადებით, ამერიკა არის ერთადერთი განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მასობრივი სროლა ყოველ რამდენიმე თვეში ხდება. ომამამ ასევე აღნიშნა, რომ ეს ტრაგედია მოხდა იმის გამო, რომ ვიღაცისთვის, ვისაც სურდა, ზიანი გამოეწვია, იარაღი ადვილად ხელმისაწვდომი იყო.

 

“We are the only advanced country in the world that sees these mass shooting every few months.” —@POTUS #UCCShooting

მასალების გადაბეჭდვის წესი