ახალი ამბები

შსს: 32 კილოგრამი ტროტილი ამოვიღეთ

28 ივნისი, 2015 • 1614
შსს:  32 კილოგრამი ტროტილი ამოვიღეთ

შსს აცხადებს, რომ ქობულეთში 32 კგ ტროტილი, 18 კაფსულ-დეტონატორი და 30 მეტრის სიგრძის ცეცხლგამტარი ზონარი ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია, რას გეგმავდა მოქალაქე, რომელიც ამ მასალების შენახვის გამო დააკავეს.

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული თამაზ ჯ. საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

 

საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

ქობულეთში ასაფეთქებელი ნივთიერების  და საბრძლოლო იარაღის  შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ქობულეთში ასაფეთქებელი ნივთიერების და საბრძლოლო იარაღის შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი