ახალი ამბები

თბილისში ”ბარსელონა”-”სევილიას” მატჩის ბილეთები მხოლოდ ინტერნეტით გაიყიდება

10 ივნისი, 2015 • 1845
თბილისში ”ბარსელონა”-”სევილიას” მატჩის ბილეთები მხოლოდ ინტერნეტით გაიყიდება

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ბილეთების გაყიდვა ივნისის ბოლოს დაიწყება, თუმცა ზუსტი თარიღი 16 ივნისს გასამართ პრესკონფერენციაზე გამოცხადდება. ფედერაციის ცნობით, საიტზე რეგისტრირებულ თითოეულ მომხმარებელს შეეძლება მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა, ხოლო მისი ფასები იქნება 15, 30 და 70 ლარი.

 

GFF გულშემატკივრებს ურჩევს, რომ ბილეთები მხოლოდ მათ მიერ მითითებული საიტიდან შეიძინონ. ფედერაციის ცნობით, შექმნილია ”ფეიკ” საიტები, რომლებიც სუპერთასის ბილეთებს კატასტროფულად დიდ ფასად ყიდის და ურჩევენ მათ, რომ არ წამოეგონ აფიორას:

 

”ბილეთით სარგებლობა შესაძლებელია იმავე პრინციპით, როგორც ზოგადად, ამ საიტით სხვა შემთხვევაში სარგებლობისას – ამობეჭდილი ბილეთის წარდგენით (ბარკოდის დანათებით). ვინაიდან უკვე აღმოჩენილია არაერთი “ფეიკი” საიტი, რომელიც სუპერთასის ბილეთებს კატასტროფულად დიდ ფასად ყიდის. გთხოვთ, არ წამოეგოთ აფიორას, არ გახდეთ გადამყიდველთა მსხვერპლი, ისარგებლეთ და იხელმძღვანელეთ ჩვენ მიერ ზემოთ მოცემული ოფიციალური ინფორმაციით.”

 

უეფას სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის “დინამო არენაზე” 11 აგვისტოს გაიმართება. უეფას ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებულ გუნდებს შორის შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

ფოტო: UEFA
ფოტო: UEFA

მასალების გადაბეჭდვის წესი