ახალი ამბები

პატრიარქი: საქართველოს იზიდავს ის ფასეულობები, რომლებიც აქვს ევროპას

4 მაისი, 2015 • • 1270
პატრიარქი: საქართველოს იზიდავს ის ფასეულობები, რომლებიც აქვს ევროპას

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის საიუბილეო დღეები და კვირეული. ძველი რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. და დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის დემოკრატიულ საწყისებს. ჩვენ გვინდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს იზიდავს სწორედ ის ფასეულებანი, რომლებიც გააჩნია ევროპას. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპის წარმატებაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თავის დროზე ევროპამ წარმოშვა ორი მსოფლიო ომი. ამიტომ დემოკრატიული სტრუქტურები ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებას. მშვიდობა სუფევდეს ევროპაში და მთელ მსოფლიოში “-განაცხადა საქართველოს პატრიარქმა. 

 

ევროპის კვირეული დღეს თბილისის საკრებულოში საზეიმოდ გაიხსნა.  კვირეული 2007 წლიდან იმართება. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პარლამენტარები და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებიდნენ.  

ილია მეორე
ილია მეორე

მასალების გადაბეჭდვის წესი