ახალი ამბები

თბილისში ევროპის კვირეული გაიხსნა

4 მაისი, 2015 • • 1201
თბილისში ევროპის კვირეული გაიხსნა

კვირეული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გახსნა:

 

“საქართველოს დროშა მალე დაიკავებს ადგილს ევროპის ქვეყნების დროშებს შორის და აღარ იქნება ასოცირებული. მინდა მადლობა მოვახსენო საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს. მათი ღვაწლი საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში არის ფასდაუდებელი. ევროკავშირში, ნატოში მივდივართ არა მხოლოდ ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ ჩვენი წვლილის შესატანად მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ მივდივართ ევროპაში, რადგან ევროპასთან ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები. “

 

კვირეულის გახსნას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარლამენტარები, საკრებულოს თავმჯდომარე და საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ესწრებოდნენ. 

 

საქართველოში ევროპის კვირეული 2007 წლიდან იმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი