ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ, რა ფუნქცია უნდა მოვუძებნოთ ქუთაისის პარლამენტის შენობას

25 აპრილი, 2015 • 1599
ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ, რა ფუნქცია უნდა მოვუძებნოთ ქუთაისის პარლამენტის შენობას

 პრემიერმა ქუთაისის მთავრობის სახლთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ შენობა შესაძლოა გაიყიდოს, რადგან მას ვერაფერში გამოიყენებენ. ღარიბაშვილის განცხადებით, წინა მთავრობას, პირველ რიგში, მთავრობის სახლისა და პარლამენტის აშენების ნაცვლად, ქუთაისის წყალმომარაგების სისტემა და კანალიზაცია უნდა გაეკეთებინა.

 

“მე არა მხოლოდ მთავრობის სახლის ფუნქციაზე ვფიქრობ, არამედ ვფიქრობ, რა ფუნქცია უნდა მოვუძებნოთ ქუთაისის პარლამენტის შენობას, საერთოდ, რა საჭირო იყო ამის აშენება. 350 მილიონი დაიხარჯა პარლამენტის აშენებაში და 80 მილიონი დაჯდა მთავრობის სახლი. ქუთაისს არ აქვს ელემენტარული პირობები – წყალი, კანალიზაცია და ა.შ. ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ გასულ წელს, გვიჯდება 100 მილიონი ევრო, რომ მთლიანად იყოს რეაბილიტირებული ქუთაისის წყალმომარაგების სისტემა და კანალიზაცია. ეს იყო უპირველესად გასაკეთებელი მთავრობის მხრიდან და არა – გაუგებარი ულტრათანამედროვე პარლამენტის შენობა და მთავრობის სახლი, მაშინ, როდესაც თბილისში გვაქვს მთავრობის სახლიც და პარლამენტიც გვაქვს, რომლის რემონტი 20-25 მილიონი დაჯდა. რა საჭირო იყო 400 მილიონის გადახდა, რომელიც მთელ ქუთაისს რეალურად შეცვლიდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერ-მინისტრის კომენტარი

ქუთაისის მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ გვაქვს, ალბათ ეს შენობაც უნდა გაიყიდოს, რადგან მას ვერაფერში გამოვიყენებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის შეფასებით, შენობა არაეფექტური და არაეკონომიურია და მისი შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება. “მე არა მხოლოდ მთავრობის სახლის ფუნქციაზე ვფიქრობ, არამედ ვფიქრობ, რა ფუნქცია უნდა მოვუძებნოთ ქუთაისის პარლამენტის შენობას. 350 მილიონი დაიხარჯა პარლამენტის აშენებაში და 80 მილიონი დაჯდა მთავრობის სახლი. ქუთაისს არ აქვს ელემენტარული პირობები – წყალი, კანალიზაცია და ა.შ. ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ გასულ წელს, გვიჯდება 100 მილიონი ევრო, რომ მთლიანად იყოს რეაბილიტირებული ქუთაისის წყალმომარაგების სისტემა და კანალიზაცია. ეს იყო უპირველესად გასაკეთებელი მთავრობის მხრიდან და არა – გაუგებარი ულტრათანამედროვე პარლამენტის შენობა და მთავრობის სახლი, მაშინ, როდესაც თბილისში გვაქვს მთავრობის სახლიც და პარლამენტიც გვაქვს, რომლის რემონტი 20-25 მილიონი დაჯდა. რა საჭირო იყო 400 მილიონის გადახდა, რომელიც მთელ ქუთაისს რეალურად შეცვლიდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Posted by Irakli Garibashvili on Saturday, April 25, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი