ახალი ამბები

იზორია: 21 მარტის აქციაზე თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული

20 მარტი, 2015 • • 1208
იზორია: 21 მარტის აქციაზე თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული

ლევან იზორია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ 21 მარტის აქციას გამოეხმაურა და „ტელეიმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განმარტა, რომ მსგავს ვითარებაში სახელმწიფოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა დაიცვას თოთოეული მოქალაქის უსაფრთხოება:

„არაფერი განსაკუთრებული ხვალ არ ხდება, ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა გამოხატოს აზრი, როგორც თავად, ისე სხვა სუბიექტებთან ერთად კოლექტიურად, შეკრებების თუ მანიფესტაციების სახით. შესაბამისად, სახელმწიფოს, ჩვენს უწყებას აქვს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას თითოეული მონაწილის უსაფრთხოება და სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა ეს კულტურა – როდესაც მასობრივ თავშეყრას აქვს დგილი, პოლიცია იღებს მაქსიმალურ ზომებს, განსხვავებით იმ ახლო წარსულისგან, როცა ყოფილი ხელისუფლების პირობებში რამდენჯერმე ჩატარებულა მასობრივი ღონისძიებები, მაგრამ პოლიციის ვალდებულება, რომელიც მათ კანონით ჰქონდათ, არ იყო გამოყენებული. ჩვენ ამ მიმართულებით ვართ კონსტრუქციულები“

 

21 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციას მართავს. აქცია 14 საათზე დაიწყება.

 

“ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ იმავე დღეს კონტრაქციას კოალიცია “ერთსულოვნება” გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი