ეკონომიკა

ცეზარ ჩოჩელი: ლარის გაუფასურებით მოგება მიიღეს ბანკებმა

28 თებერვალი, 2015 • • 1470
ცეზარ ჩოჩელი: ლარის გაუფასურებით მოგება მიიღეს ბანკებმა

“ლარის გაუფასურებამ დაარტყა ქართულ ბიზნესს და ეს საკმაოდ მძიმედ აისახა” – ეს განცხადება ცეზარ ჩოჩელმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა. 


“საქართველო არის მომხმარებელი ქვეყანა და ნებისმიერი ნედლეული შემოდის უცხოეთიდან. გაძვირდა შემოტანილი ნედლეული, გაგვიძვირდა ენერგომატარებლები დაახლოებით 20-25% -ით.  ამის გარდა, შემცირდა მცყიდველობითუნარიანობა მოსახლეობაში. გაგვიძვირდა კრედიტები. ჩვენ ჯგუფს აქვს 40 მილიონი დოლარი, ეს იყო 68 მილიონი ლარი და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 80 მლნ ლარია. შესაბამისად, კომპანიებს გაუჩნდათ პრობლემა ახალი ინვესტიციების და რეინვესტიციების განხორციელების. პრობლემის და საფრთხის ქვეშ დადგა ის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. ეს აისახა მთლიანად ბიზნესზე და მე არ მეგულება საქართველოში ბიზნესი გარდა ბანკებისა, რომ ვინც ამ კრიზისით არ მიიღო დარტყმა და სარგებელი, მიიღეს ბანკებმა” – განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა. 


ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.

 

11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის განცხადებით, შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად იქნა მიღებული.

 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილების მიზნით სავალუტო რეზერვებიდან 3 თვეში 200 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი