ახალი ამბები

პოლიცია საყდრისის დამცველებს რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან კარავს არ აშლევინებს

20 დეკემბერი, 2014 • • 1192
პოლიცია საყდრისის დამცველებს რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან კარავს არ აშლევინებს

დაპირისპირება რუსთაველზე დღეს, 20 დეკემბერს, ამ წუთებშიც [21:10] მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მოქალაქეს კარავი არ გააშლევინეს, კარვის გაშლა მოქალაქეთა მეორე ჯგუფმაც სცადა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები წინააღმდეგობას მათაც უწევენ. 

 

პოლიციის არგუმენტი, რატომ უშლის ხელს მოქალაქეებს კარვის გაშლას, საახალწლო ნაძვის ხეა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ დგას. 


 

საყდრისის საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კითხვით დღეს მიმართა, რომელი ურჩევნია, 3000 ოჯახის კეთილდღეობა, თუ “სტერილური არქეოლოგიური ობიექტი”.

 

 

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

 

 

საყდრისის მაღარო 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.


მასალების გადაბეჭდვის წესი