ახალი ამბები

ალასანია: რუსეთის იმპერიული ფუნდამენტალიზმი საქართველოს დაუძინებელი მტერია

8 ნოემბერი, 2014 • • 1060
ალასანია: რუსეთის იმპერიული ფუნდამენტალიზმი საქართველოს დაუძინებელი მტერია

 მან იმ საგარეო საფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც, ალასანიას თქმით, ქვეყანა დგას:

 

“დღეს მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის დაუძინებელი მტერია ფუნდამენტალიზმი, საქართველოსთვის დაუძინებელი მეტრია რუსეთის ფედერაციის იმპერიული ფუნდამენტალიზმი, რომლის მსხვერპლიც ჩვენ 1992-1993 წლებში გავხდით. 2008 წელს სწორედ მათმა შემოტევამ, მათი მხრიდან აგრესიამ დაგვაკარგინა ტერიტორიები, უამრავი მოქალაქის სიცოცხლესთან ერთად. დღეს უკრაინაში რუსეთი ისევე აგრძელებს საკუთარი იმპერიული ფუნდამენტალისტური იდეების და გეგმების განხორციელებას. საქართველო ამას წინ მარტო ვერ აღუდგება. ამას საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღუდგება წინ, თუ საზოგადოება შეიკვრება და, რაც მთავარია, ჩვენი მეგობრები, დასავლეთის განვითარებული ქვეყნები დაგვიდგებიან გვერდში. მე მაქვს ასეთი თანადგომის იმედი. ჩვენ იმიტომ მივიდვართ ევროპაში და ნატოსკენ, რომ ამ ქვეყნებში არის ბრძოლისუნარიანი ლიერბალიზმის ძლიერი ტრადიცია. ჩვენ გვჭირდება, რომ სიმტკიცით გავაგრძელოთ გზა ამ ღირებულებების საერთო დაცვისკენ. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს თავდაცვისუანრიანობაზე მოხდა ჩრდილის მიყენება, ვთქვით ხმაამღლა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ისეთი საქართველო, რომელიც იქნება კანონებით მართული და გახდება საერთაშორისო დემოკრატიული საზოადგეობის ნაწილი, ხოლო პიროვნება და მის განვითარება სახელმწიფოს მოღვაწეობის მთავარი ცენტრი იქნება”, – განაცხადა ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი