ახალი ამბები

ალასანიამ კოალიციის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გამო დატოვა

5 ნოემბერი, 2014 • • 1209
ალასანიამ კოალიციის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გამო დატოვა

პოლიტსაბჭოს სხდომა დატოვა ირაკლი ალასნიამ, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულა.

 

“აქ მე სასაუბროდ არ მოვსულვარ ბიძინა ივანიშვილთან. აქ მე დაგეგმილი მქონდა ჩემი კოალიციის პარტნიორებთან რეალურად მელაპარაკა, თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი, რაც “თავისუფალმა დემოკრატებმა” გადადგა და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები. სამწუხაროდ, ეს საუბარი ვერ შედგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური ცხოვრება “თავისუფალ დემოკრატებს” მისცემს შანს საზოგადოებასთან ერთად გააგრძელოს საქართველოს სამსახურში ყოფნა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ყოფნა დაადასტურა “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა გია ცაგარეიშვილმა, რომელმაც პოლიტსაბჭოს სხდომა ირაკლი ალასანიასთან ერთად დატოვა.

 

ბიძინა ივანიშვილი ასევე ესწრებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართულ შეხვდრას, რომლის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თანამდებობოიდან დაითხოვა.

 

ირაკლი ალასანიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენება და დაკავება არის მიზანმმიმართული შეტევა საქართველოს დასავლურ პოლიტკაზე.

 

ირაკლი ალასანიასთან ერთად თანამდებობები დატოვეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თავის მოადგილეებთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი