ახალი ამბები

ADIDAS-ის მარკით უკანონოდ ნიშანდებული პროდუქციის რეალიზებისთვის ორი პირი მიცეს პასუხისგებაში

9 სექტემბერი, 2014 • • 1080
ADIDAS-ის მარკით უკანონოდ ნიშანდებული პროდუქციის რეალიზებისთვის ორი პირი მიცეს პასუხისგებაში

გამოძიების ცნობით, შპს “4XL”-ის დირექტორმა, ს. შ.-მ და ამავე საზოგადოების თანამშრომელმა, დ.ხ-მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეიძინეს „ADIDAS”-ის მარკით უკანონოდ ნიშანდებული სპორტული ფეხსაცმელი:


“საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო კონტროლისგან დამალვის მიზნით, მარკა „ADIDAS”-ი დაფარეს მათი კუთვნილი შპს-ს ლოგოთი, ხოლო შემდეგ, დიდი ოდენობის კონტრაფაქციულ პროდუქციას მოქალაქეებზე როგორც „ADIDAS”-ის სამარკო ნიშნის სპორტულ ფეხსაცმელს ასაღებდნენ”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 


ფაქტზე გამოძიება 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი