ახალი ამბები

საქართველოს ბანკმა დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა VEGA წარადგინა

1 ივლისი, 2014 • 1363
საქართველოს ბანკმა დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა VEGA წარადგინა

 საქართველოს ბანკის გადაწყვეტილება, დააარსოს დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა, განპირობებულია ბანკის სურვილით დაეხმაროს დამწყებ ბიზნესს, რაც  მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სიჯანსაღეს, შესაბამისად, ქვეყნის სამომავლო განვითარებას.

 

VEGA–ს დახმარებით ბიზნესის დაწყება სამი ეტაპისგან შედგება. პირველი სამი თვის განმავლობაში იდეების ავტორები გადიან ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსებს, რომელიც საგანგებოდაა მორგებული დამწყები ბიზნესის მართვის საჭიროებებზე და უზრუნვეყოფილი იქნება საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბაზაზე. საგანმანათლებლო ეტაპის შემდეგ დაიწყება იდეის დახვეწის პერიოდი და კომერციულად გამართლებული ბიზნესგეგმის მომზადება. მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს მონაწილეები წარმოადგენენ დეტალურ ბიზნესგეგმას საგანგებოდ შეკრებილი კომისიის წინაშე და შეირჩევა პროექტები, რომლებიც VEGA–სგან საწყის კაპიტალს მიიღებენ. პროექტების ავტორები, რომლებიც საწყის კაპიტალს მიიღებენ, იმუშავებენ VEGA–ს ოფისში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ პროგრამის სხვა მონაწილეებს საკუთარი იდეების შემდგომი განვითარების მიზნით და მოემზადებიან შემდეგი ეტაპისთვის – დამატებით კაპიტალის მოძიება ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისგან. ჯამში, სამივე ეტაპი 15 თვემდე გაგრძელდება.

 

როგორც საგანმანათლებლო, ისე ბიზნესგეგმის მომზადების ეტაპზე, პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული საქართველოს ბანკის მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას მოახმარენ მონაწილეების მიერ იდეების დამუშავებასა და განვითარებას. დამატებითი კაპიტალის მოძიების ეტაპზე VEGA უზრუნველყოფს ცნობილი უცხოელი ინვესტორების მოწვევას კაპიტალის მოზიდვის მიზნით.

 

VEGA ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის დაწყება, სჯერა საკუთარი თავის და შეუძლია ძირითადი დრო VEGA–ში სწავლასა და იდეის განვითრებას მოახმაროს. VEGA–ში მოსახვედრად იდეის ავტორმა უნდა ატვირთოს საკუთარი იდეა ვებგვერდზე www.vegalab.ge, ნებისმიერი ფორმით. ყველაზე საინტერესო იდეების ავტორები მოწვეული იქნებიან  მათი ჩანაფიქრის წარსადგენად კომისიის წინაშე, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას აპლიკანტის VEGA–ში მონაწილეობაზე. სულ განიხილება 50-მდე მონაწილის მიღება.

 

VEGA  უზრუნველოყოფს ყველა იდეის კონფიდენციალურობას. ამასთან, იდეების დაცულობას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ თითოეული ჩანაფიქრი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იდეის ავტორის მონაცემებზე, მის უნიკალურ ცოდნასა და უნარებზე, ანუ იმ ატრიბუტებზე, რომლის კოპირებაც ფაქტიურად შეუძლებელია.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის VEGA–ს შესახებ, ეწვიეთ: www.vegalab.ge

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი