ახალი ამბები

თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

1 ივლისი, 2014 • • 1489
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

“დღეს გამთენიისას არაგვის ხეობაში წამოსულმა ხანგრძლივმა კოკისპირულმა წვიმამ პრობლემა შეუქმნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობაში განთავსებული სათავო ნაგებობების ფუნქციონირებას. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით გაართულა საგურამოსა და ბულაჩაურის წყალსადენის ობიექტების მუშაობა. მდინარე არაგვის ადიდებულმა შენაკადებმა და ჭარბი ნალექისგან ახლად წარმოქმნილმა ხევებმა წყალსადენის ობიექტებემდე უხვად მიიტანა ლოდები, ნაშალი ქვები და ამოძირკვული ხეები, რამაც წყალსადენის ობიექტების ფუნქციონირებას ხელი შეუშალა და დილის 04:00 საათიდან შეფერხებები გამოიწვია თბილისის წყალმომარაგებაში. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ღამის განმავლობაში არაგვის ხეობის წყალსადენის ობიექტებზე ოპერატიულად მოახდინა ტექნიკური ბრიგადებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.


გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. შექმნილი მდგომარეობის გამო ამ დრომდე წყალმომაარგება შეწყვეტილი აქვს ნაძალადევის, გლდანის, საბურთქალოსა და ისნის რაიონების ქუჩების ნაწილს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად, დღეს საღამოდან მოხდება. აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაციას კომპანია დღის განმავლობაში კიდევ გაავრცელებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყალი
წყალი

მასალების გადაბეჭდვის წესი