ახალი ამბები

კომპანიამ „m²“ 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა

22 მაისი, 2014 • • 950
კომპანიამ „m²“ 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა

აშშ დოლარში დენომინირებული, ერთწლიანი ობლიგაციების გამოშვების თაობაზე დეველოპერულმა კომპანიამ „m²“ ერთი თვის წინ განაცხადა. თავისუფალი ფინანსური სახსრების დაბანდება „m²“–ის ობლიგაციებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რის შედეგადაც მომხმარებელს საშუალება მიეცა საკუთარი ფული უკეთესად დაესაქმებინა. 

 

„მოხარული ვართ, განვაცხადოთ „m²“–ის ობლიგაციების განთავსების წარმატებით დასრულების შესახებ. ობლიგაციებზე დაფიქსირდა მაღალი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან, რის შედეგადაც ობლიგაციების განთავსება სულ ერთ თვეში დასრულდა. დეველოპერული კომპანია „m²“ განაგრძობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და მომავალშიც გეგმავს მომხმარებელს შესაძლებლობა მისცეს დააბანდოს საკუთარი თავისუფალი ფინანსური სახსრები თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებში. ხსენებული ობლიგაციების გამოშვებით „m²“-მა, რომელიც ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხით აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, მოახდინა მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაცია,“ – განაცხადა დეველოპერული კომპანიის „m²“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ.

 

ობლიგაციების შეთავაზებასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bonds.ge. 

მასალების გადაბეჭდვის წესი