ახალი ამბები

თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ მღვდლების აქცია მიმდინარეობს

2 მაისი, 2014 • • 1267
თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ მღვდლების აქცია მიმდინარეობს

როგორც ერთ-ერთმა მღვდელმა “ნეტგაზეთს” განუცხდა, დღესაც იგეგმება პარაკლისის გადახდა. 

 

“დღესაც ვაპროტეტსებთ იგივეს, რასაც იმ დღეს ვაპროტესტებდით. უნდა გადავიხადოთ პარაკლისი. არაფერი არ შეცვლილა. აპირებენ მიღებას კანონის. ვითომ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, სინამდვილეში ეს არის დროის გაყვანა. პარლამენტი იგივეს ახორციელებს, რასაც აქამდე ახორციელებდა”,- თქვა მღვდელმა მიქაელ არეშიძემ.

 

მღვდლებისა და მრევლის აქცია ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგოდ , 2014 წლის 2 მაისი
მღვდლებისა და მრევლის აქცია ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგოდ , 2014 წლის 2 მაისი

აქცია იმავე მოთხოვნებით გუშინაც ჩატარდა ქუთაისსა და თბილისში, საქართველოს მოქმედი და ყოფილი პარლამენტის შენობების წინ. 30 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რომელშიც მღვდლებიც მონაწილეობდნენ და ითხოვდნენ განხილვების გადადებას.

 

ანალოგიური მოთხოვნით მანამდე განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ. თუმცა კანონპროექტის განხილვა კომიტეტში მაინც შედგა, რის გამოც მღვდლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

მღვდლებისა და მრევლის აქცია ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგოდ , 2014 წლის 2 მაისი
მღვდლებისა და მრევლის აქცია ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგოდ , 2014 წლის 2 მაისი

მასალების გადაბეჭდვის წესი