ახალი ამბები

ობამამ ხელი მოაწერა უკრაინის მხარდამჭერ კანონს

4 აპრილი, 2014 • • 989
ობამამ ხელი მოაწერა უკრაინის მხარდამჭერ კანონს

ეს კანონი უკვე მიიღო აშშ-ის კონგრესმა და გადაუგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად. კანონით გათვალისწინებულია უკრაინის უზრუნველყოფა საკრედიტო გარანტიით 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობით.

 

 ასევე, კონგრესში გაისმა მოწოდებები, რომ ობამამ მიიღოს შემდგომი ზომები, მათ შორის გაზარდოს ბუნებრივი გაზის ექსპორტი ევროპაში.

 

კანონით გათვალისწინებულია სანქციები რუსეთის მოქალაქე კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს.

ობამა
ობამა

მასალების გადაბეჭდვის წესი