ახალი ამბები

“ნიუ ენერჯის” გადასახადებისთვის თავის არიდებას ედავებიან

21 იანვარი, 2013 • • 2245
“ნიუ ენერჯის” გადასახადებისთვის თავის არიდებას ედავებიან

პროკურატურის ცნობით, 2012 წლის 19 ნოემბერს ფინასთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება “ნიუ ენერჯის” ხელმძღვანელი პირების მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებისა და სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს კი ფინანსური დარღვევების გამოკვლევის მოთხოვნით რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტრომ მიმართა. 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, “ნიუ ენერჯიმ” მიღებული თანხის სანაცვლოდ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, საქმე რამდენიმე მილიონ ლარს ეხება. 

 

იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულად მიჩნეულია იურიდიული პირი შპს “ნიუ ენერჯი”, დაწყებულია მისი ლიკვიდაციის პროცედურა. სწორედ ამ სასჯელს ითავლისწინებს იურიდიული პირისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

 

“ნიუ ენერჯის” კრედიტორთა კრება უნდა გამართულიყო 2013 წლის 16 იანვარს, თუცა, ის ამავე წლის 12 აპრილისთვის გადაიდო.

 

კომპანია “ნიუ ენერჯის” 70%-ის წილის მფობელი ლუხუმ კაპანაძეა. სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ლუხუმ კაპანაძე ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი