2012.06.19

ახალი ”ტაბლეტი” - Microsoft-ისგან

Microsoft-მა ახალი ”ტაბლეტი” გამოუშვა, რომლითაც  ბაზარზე Apple-ს iPad-ს გაუწევს კონკურენციას, ავრცელებს ინფორმაციას The New York Times.


ახალი "ტაბლეტი", რომლის სახელია Surface - იმავეს იწონის, რასაც iPad-ი, ხოლო ზომაში მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. Surface-ის ეკრანის ზომა 10.6 დიუმია. მოწყობილობა Windows 8-ის ოპერატიული სისტემით მუშაობს. მისი გამოყენება ფილმების საყურებლად მოსახერხებელია. 

როგორც Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ბალმერმა განაცხადა, "ტაბლეტი" Microsoft-ის ხანგრძლივი გამოცდილების პროდუქტია, ისეთივე, როგორც კომპიუტერული მაუსი ინფორმაციული ტექნოლოგიების ისტორიაში.

- ”ჩვენი სურვილი იყო Windows 8-ის საკუთარი ინოვაციური კომპიუტერული მოწყობილობა შეგვექმნა და ეს არის "ტაბლეტი” -  განაცხადა სტივ ბალმერმა.

Microsoft-ის გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი "ტაბლეტი", არის იმის დემონსტრირება, რომ კომპანიამ გაიაზრა ბაზრის ახალ მოთხოვნები, მისი პოლიტიკაა, არ იყოს მიჯაჭვული მხოლოდ კიმპიუტერების ბიზნესზე - წერს ნიუ იორკ თაიმსი.  

მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ი უკვე რამდენიმე წელია ახალ პროდუქტებს ქმნის, მაგალითად, Xbox Video-თამაშებისთვის, Zune-ის მუსიკალური პლეიერი და კომპიუტერული კლავიატურები, Microsoft–ი მაინც მოიაზრება, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანია.