სამართალი

სტუდია GNS -ის ჟურნალისტი მცირე ხნით დააკავეს

30 მაისი, 2011 • 1395
სტუდია GNS -ის ჟურნალისტი მცირე ხნით დააკავეს

სტუდია GNS –ის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს ჟურნალისტი ზვიად თხელიძე სამართალდამცავებმა მცირე ხნით დააკავეს.

„საკუთარ ეზოში იმყოფებოდა, როცა 19.40 წუთზე პოლიციელები მივიდნენ ავტომანქანით და ზვიად თხელიძე იკითხეს. შემდეგ ავტომანქანაში ჩასვეს და პოლიციის დიღმის სამმართველოში წაიყვანეს“.

ლეჟავას თქმით, თხელიძეს უთხრეს, რომ იგი იყო „შეფიცულთა  რაზმის“ სიაში, რაც შეუძლებელია. თხელიძე არის სტუდია „GNS” -ის რეპორტიორი.  როცა  მან სამართალდამცავებს უთხრა, რომ ჟურნალისტი ოყო, დაახლოებით 40 წუთში გაათავისუფლეს.

„ვერ გეტყვით, რაში დასჭირდათ მისი დაკავება, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გამორიცხულია ზვიად თხელიძე „შეფიცულთა რაზმის“ სიაში ყოფილიყო. არ ვიცი, რა სიები აქვთ“, –ამბობს ნანა ლეჟავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი