ახალი ამბები

ბადრი ბიწაძის საქმეზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია

30 მაისი, 2011 • 1103
ბადრი ბიწაძის საქმეზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია

პროკურატურას ჯერჯერობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რათა ამ უკანასკნელმა იმსჯელოს ბიწაძის აღკვეთის ღონისძიების შესახებ.

ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის საქალაქოს სასამართლოს პრესასმსახურმა განუცხადა.

თუმცა უკვე ცნობილია, რომ  პროკურატურა ბიწაძის წინასწარ პატიმრობას არ მოითხოვს და აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს საკითხს დააყენებს.  გირაოს ოდენობა, რასაც პროკურატურა მოითხოვს, ჯერ უცნობია.

პროკურატურამ დღეს გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბადრი ბიწაძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის 353–ე მუხლის მეორე ნაწილში.

ესაა დანაშაული ჩადენილი ჯგუფის მიერ, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს იუსტიიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმღვანელის ხათუნა იოსავას თქმით, პროკურატურა წინასწარ პატიმრობას არ ითხოვს, რადგან „ბიწაძეს აქვს საშუალება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“

მასალების გადაბეჭდვის წესი