ახალი ამბები

BBC: სირიისთვის გამიზნული 4 რუსული რაკეტა ირანში ჩამოვარდა

9 ოქტომბერი, 2015 • 977
BBC: სირიისთვის გამიზნული 4 რუსული რაკეტა ირანში ჩამოვარდა

BBC-ის ინფორმაციით, გაურკვეველია, გამოიწვია თუ არა რაიმე ზიანი ირანში ჩამოვარდნილმა რაკეტებმა.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ დაზიანდა რამდენიმე შენობა და შესაძლოა დაზიანდნენ სამოქალაქო პირებიც. 

გაურკვეველია, თუ ირანის რომელ რეგიონში ჩამოვარდნენ რაკეტები. რუსული ფლოტი, საიდანაც რაკეტები გაუშვეს, კასპიის ზღვაშია განლაგებული, რაც, CNN-ის ცნობით, იმას ნიშნავს, რომ სირიის მიმართულებით ფრენისას მათ ირანი და ერაყი უნდა გადაკვეთონ. 

CNN წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რაკეტების ჩამოვარდნას უარყოფს. 

ფოტო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 7 ოქტომბერს გაავრცელა. მათი განცხადებით აქ ნაჩვენებია, როგორ გაუშვეს რაკეტები კასპიის ზღვის ფლოტილიიდან სირიის მიმართულებით. © EPA

ოთხშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ მათ ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში 11 სამიზნის მიმართულებით 26 რაკეტა ისროლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი