ახალი ამბები

ანონსი – 9 ოქტომბერი

9 ოქტომბერი, 2015 • 1389
ანონსი – 9 ოქტომბერი

10:00-15:00-მდე  სასტუმრო “თბილისი  მარიოტში”  ინფორმაციის  თავისუფლების  განვითარების  ინსტიტუტი  (IDFI)  გამართავს დისკუსიას  “საქართველოს ინტერნეტიზაცი  და ფართოზოლოვანი  განვითარებ –  არსებული  მდგომარეობა  და  მთავარი გამოწვევები”.

 

11:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე მიგრაციის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. 2015 წლის 12 ოქტომბერს 10:00 საათზე შპს „ტელერადიოცენტრის“ მულტიპლექს პლატფორმიდან გამოირთვება კერძო ტელეკომპანიები, რის თაობაზე დეტალური განმარტება გაკეთდება პრესკონფერენციაზე. საკონტაქტო პირი: ხატია ყურაშვილი (577190550)

 

11:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა პარლამენტში. დღის წესრიგი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

11:00 – ზე  ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” დირექტორი ნანა იაშვილი, “აგრომაქს დეკორის” დამფუძნებელი ვოიტეკ გრაფჩევსკი, ლანდშაფტის დირექტორი, არქიტექტორი კაშა მოლსკა, დიდუბის გამგებლის მოადგილე ზურა უგულავა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენთემაბავშვთა სახლის ტერიტორიის გამწვანებამისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.    

 

11:00-ზე “პირველ პრესკლუბში” “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საქართველოს პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეების სასჯელი: პატიმრობა; გლდანის მე-8 საპყრობილეში მოშიმშილე პატიმრები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარსანიკიძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო ახლადრეაბილიტირებულ მე-200 სკოლას დაათვალიერებენ. ადგილი: მე-200 სკოლა. მის.: ქერჩის 22

 

11:30-ზე “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი “ნატოს” საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ნატოს გენერალური მდივნის – იენს სტოლტენბერგის შეფასებები საქართველოზე; საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ნატოს გენენრალურ მდივანთან და საქართველოს მთავარი მიზანი – “ნატოს” წევრობა – შეფასებები.მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბe პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

12:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის” განხილვის თაობაზე.  პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი. თბილისი, პარლამენტის შენობა, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

 

12:00 – ზე ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე პორტალ  „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სოკოვანი დაავადებები და თბილისის ზღვაზე, წყნეთში, კუს ტბაზე, ლისის ტბასა და ლილოში გადამხმარი წიწვოვანი კულტურები. მისამართიუშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირიეკა გულუა 599726565.


12:00  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი


 

12:00-ზე “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ადვოკატების” ანალიტიკოსი სალომე გოგლიძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს თემაზე:ორგანიზაციის მიმართვა ვენეციის კომისიას, შეფასდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლეების მოქმედებების მართლზომიერებისა და კანონიერების საკითხი 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოქვეყნების პროცესში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

12:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ანალიტიკოსი, სალომე გოგლიძე „პირველის“ პრეს-კლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, თემაზე: ორგანიზაციის მიმართვა ვენეციის კომისიას, შეფასდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლეების მოქმედებების მართლზომიერებისა და კანონიერების საკითხი 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოქვეყნების პროცესში. მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344

 

12:30 საათზე, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლო სისტემაში დანერგილი პრაქტიკის თაობაზე, როცა არ ხდება იმ მოწმეთა განცხადებების გათვალისწინება, რომლებიც მიუთითებენ, რომ პირველი ჩვენება წამების ან მუქარის ქვეშ მისცეს. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული მაგალითები.

 

13:30 სთ-ზე, პარტია “მემარცხენე ალიანსი”-ს თავმჯდომარე კახა ძაგანია საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიტანს წერილს 2010 წელს საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აქტების თაობაზე და მოითხოვს, ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, განახლდეს სისხლის სამართლის გამოძიება აღნიშნულ ტერაქტებსა და მის შედეგად გარდაცვლილ მოქალაქე ნინო გორდეზიანის მკვლელობის საქმეზე.   
მის.: გორგასლის ქუჩა 24.

 

14:00 ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” სხდომა. “სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვის მოსმენა”.თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი


15:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

 

მასალების გადაბეჭდვის წესი