ახალი ამბები

სამინისტრო: მოშიმშილე პატიმრები საქმეების გადახედვას და ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ

8 ოქტომბერი, 2015 • 966
სამინისტრო: მოშიმშილე პატიმრები საქმეების გადახედვას და ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ

სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სულ 21 პატიმარი შიმშილობს. 


ასევე, სასჯელაღსრულების სამინიტრო გლდანის N8 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებთან/ბრალდებულებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება უტარდებათ.

 

მათივე განცხადებით, მოშიმშილე მსჯავრდებულები/ბრალდებულები სხვადასხვა მუხლების საფუძველზე იმყოფებიან პატიმრობაში და მათი პროტესტი კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარეობს.

 

“მოშიმშილეების ნაწილი არ აღიარებს ბრალს, მოითხოვს სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას, ნაწილი – საქმის გადახედვას, ნაწილი კი პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვს,”– აღნიუშნულია განცხადებაში. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი