ახალი ამბები

ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება

8 ოქტომბერი, 2015 • • 1079
ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანიის ცნობით, წყალსადენის 500 მმ-იან ქსელზე კომპანია უახლესი ტიპის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულს დაამონტაჟებს, რაც სამომავლოდ ქსელში წყლის განაწილების პროცესს გააუმჯობესებს.

 

“კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს გვიან ღამიდან აწარმოებს. ამჟამად კი უკვე მიმდინარეობს მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლის პროცესი”, – აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

 

გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით დღეს, დილის 10:00 საათიდან  ხვალ, 9 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი