ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ამერიკის დღის წესრიგში საქართველო დგას საკმაოდ აქტუალურად

6 ოქტომბერი, 2015 • • 951
კვირიკაშვილი: ამერიკის დღის წესრიგში საქართველო დგას საკმაოდ აქტუალურად

კვირიკაშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაეროს სხდომაზე ობამას გამოსვლაში საქართველოს არხსენების საკითხსაც შეეხო:


“მე ალბათ პრეზიდენტ ობამას გამოსვლაში საქართველოს არხსენებას ალბათ უფრო იმ მიზეზს მოვუძებნიდი, რომ უკრაინა არის გაცილებით უფრო ცხელი წერტილი, დღეს იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული თვითკრიტიკა მეც გამიჩნდა ამ მიმართულებით და ამას არ გიმალავთ. მომავალში გაცილებით უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ საერთოდ საქართველოს თემა იყოს მუდმივად აქტუალური, გამომდინარე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებული პრობლემებიდან, ასევე გამომდინარე იმ ჰუმანიტარული სიტუაციიდან, რომელიც არსებობს ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დამთავრების შემდეგ.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუს, სადაც თქვა, რომ ძნელია არ დაეთანხმო მოსაზრებას, რომ საქართველო ამერიკის აქტიური რადარებიდან გაქრა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ობამა გაეროს ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას საუბრობდა რუსეთის აგრესიაზე, მან ახსენა მხოლოდ უკრაინა, საქართველო კი, არა.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი