ახალი ამბები

არჩილ გეგეშიძე: პრეზიდენტი კმაყოფილი წავიდა ვაშინგტონიდან

6 ოქტომბერი, 2015 • • 1220
არჩილ გეგეშიძე: პრეზიდენტი კმაყოფილი წავიდა ვაშინგტონიდან

”ვინაიდან არც კონსტიტუციაში და არც ამ ხსენებულ კანონმდებლობაში არ წერია, როგორი უნდა იყოს ელჩის მოქმედება ისეთ არაორდინარულ ვითარებაში, როდესაც 2 სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად იმყოფება, ერთი მხრივ, ოფიციალური დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და მეორე მხრივ, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით – ჩემი ნიუ იორკში ყოფნა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საქმიანობის გასაგრძელებლად არ ყოფილა კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური ეტიკეტის უგულველყოფა. პრეზიდენტი კმაყოფილი წავიდა ვაშინგტონიდან,”- აცხადებს არჩილ გეგეშიძე. 

 

როგორც გეგეშიძე ამბობს, პრეზიდენტის განცხადების ტონმა მისი გაკვირვება გამოიწვია. 

 

პრეზიდენტმა განცხადება ელჩის არაკორექტულ ქმედებასთან დაკავშირებით გუშინ გადაცემა ”არჩევანში” გააკეთა. მარგველაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, რომ სწორი ეტიკეტი დაამკვიდროს და ელჩებმა კანონმდებლობა არ დაარღვიონ. პრეზიდენტის განცხადებით, გეგეშიძე მას საერთოდ არ შეხვედრია მისი აშშ-ში ვიზიტის დროს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი