ახალი ამბები

პრეზიდენტი: “რუსთავი 2”, ისევე როგორც სხვა მედია, ქართული საზოგადოების მონაპოვარია

5 ოქტომბერი, 2015 • • 884
პრეზიდენტი: “რუსთავი 2”, ისევე როგორც სხვა მედია, ქართული საზოგადოების მონაპოვარია

“რუსთავი 2″, ისევე როგორც სხვა მედია, არის ქართული საზოგადოების მონაპოვარი. მონაპოვარი, რომელიც დაგვიცავს. თავიუფალი მედია უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში განვითარდეს და გაღრმავდეს დემოკრატია”,  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტი ამბობს, რომ მას არ შეუძლია კონკრეტულ სასამართლო დავასთან დაკაშირებით რამე თქვას, რადგან ის ეხება კომპანიის მეწილეებს და მას სასამართლო განიხილვას, თუმცა არსებობს მეორე მხარე – “რუსთავის 2”-ის ფუნქციონირება, რაც დემოკრატიული საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. 

 

გიოეგი მარგველაშვილმა გაიხსენა საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხმდარი ფაქტები, რომლებიც შეფასდა მედიაზე ზეწოლის მცდელობად და რამაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები აიძულა დაკავებული პოსტები დაეტოვებინათ.

 

“რუსთავი 2” ამ თვალსაზრისით, ისევე როგორც ნებისმიერი მედია, არ არის უბრალოდ ბიზნესკომპანია, “რუსთავი 2″- ის საქმიანობის მომხმარებელი არის ქართული საზოგადოება. შესაბამისად, მაღალი ინეტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია მუშაობდეს, შენარჩუნებულია. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად იმისა, მოსწონს თუ არა რუსთავის 2-ის ტონი ან პათოსი, მნიშვნელოვანია. დღეს, ყველა პოლიტიკოსისგან, განურჩევლად რომელ პოლიტიკურ ბანაკს მიეკუთვნება, ველი მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. ეს არ გულისმხობს სასამართლოს საქმიანობაში ცოტა მაინც ჩარევას, მაგრამ რიტორიკა, რომ ჩვენთვის, როგორც პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც საზოგადოებასთან ურთიერთობა შეგვიძლია ამ და სხვა ეთერებით, ხაზგასმით უნდა დააფიქსირონ ეს ღირებულება. კომპანიას არ უნდა გაუჩნდეს სირთულეები საქმიანობაში. რაც შეეხება წილების საქმეს, თავიდან ბოლომდე ვენდობი სასამართლო პროცესს, რომელიც მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი