ახალი ამბები

21 ათასი ორ თვეში – გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის პრემიები

5 ოქტომბერი, 2015 • 1304
21 ათასი ორ თვეში –  გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის პრემიები

 

რეზო ხარაზი

 

„გამგებლის სულხან ევგენიძის და საკრებულოს თავმჯდომარის სულხან ოქროპირიძის ყოველთვიური ხელფასი  2 650 ლარია.  აღნიშნულმა პირებმა ორი თვის განმავლობაში პრემიის სახით 10 600 ლარი აიღეს“- აცხადებს რეზო ხარაზი.

 

რეზო ხარაზი ამბობს, რომ გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მსგავსი ოდენობის პრემიები მაისის თვეშიც აიღეს: „მაშინ განაცხადეს რომ მომდევნო თვეებში აღარ აპირებდნენ პრემიის გამოწერას, მაგრამ როგორც ვხედავთ,  ეს მანკიერი პრაქტიკა გრძელდება.  წელს ქობულეთში დაგეგმილი იყო სპორტსკოლის მშენებლობა, რომელიც 4 მილიონი ლარი ჯდებოდა, სპორტსკოლა არ ააშენეს, თანხები და  „სხვა ხარჯებში“ გადაიტანეს. მალე ყველა დავინახავთ ეს  „სხვა ხარჯები“ პრემიებში და დანამატებში დაიხარჯება“.  

 

რეზო ხარაძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ყოველთვიური საწვავის ლიმიტი 600 ლიტრია, „არც სატელეფონო ხარჯები აქვთ, კორპორაციული მომსახურებით სარგებლობენ. ლარის ინფლაციის და სოციალური ფონის გაუარესების ფონზე, ქობულეთს ამ ორი თანამდებობის პირის შენახვა ორ თვეში 21 ათასი უჯდება “.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი