ახალი ამბები

კახა კალაძე ცოლისძმას მერიაში დაკავებულ თანამდებობაზე უარის თქმას ურჩევს

2 ოქტომბერი, 2015 • 1772
კახა კალაძე ცოლისძმას მერიაში დაკავებულ თანამდებობაზე უარის თქმას ურჩევს

კახი კალაძე ცოლისძმის დიპლომთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პირადად მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებს. 30 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტი, რომელიც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა დაამთავრა, საერთოდ არ არსებობს.


“ეს პირველი შემთხვევა არ არის გიორგისთან დაკავშირებით, როდესაც ხდება გარკვეული პიარკამპანიის აგორება, ეს პირბველი შემთხვევა არ არის და მე ვფიქრობ, არც უკანასკნელი იქნება. რაც უფრო არჩევნებს მივუახლოვდებით, ეს უფრო გამძაფრდება და წამოვა ასეთი სიბინძურეები. უბრალოდ, გიორგის მე როგორც მეგობარს, როგორც ახლო ადამიანს მივცემდი რჩევას, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა. რა თქმა უნდა, მე მონაწილეობა მის დანიშვნაში არ მიმიღია, ამის უფლება არ მქონდა, მე ამ რჩევას ვაძლევ როგორც მეგობარს,”– აცხადებს კალაძე.


წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის ცოლისძმამ, გიორგი არეშიძემ დაამთავრა, ავტორიზებული არ არის და, როგორც მისი დირექტორი, მერი კახიაშვილი აცხადებს, დიპლომებს, რომელსაც ბოლო წლებში სასწავლებელი გასცემდა, სახელმწიფო არ აღიარებს.

გიორგი არეშიძე
გიორგი არეშიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი